ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბარსელონამ გასვლაზე მადრიდის ატლეტიკო ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჯულიანო სიმეონეს ბურთით, "როხიბლანკოსი" თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მარკუს რაშფორდისა და რობერტ ლევანდოვსკის დახმარებით, კატალონიელებმა ქამბექის მოხდენა შეძლეს.
"ბლაუგრანა" ამ გამარჯვებით აგროვებს 76 ქულას და უახლოეს მდევართან, მადრიდის რეალთან სხვაობას შვიდ ქულამდე ზრდის. შეგახსენებთ, დღეს "სამეფო კლუბმა" მალიორკასთან წააგო. კამპ ნოუს ბინადრების შემდეგი მოწინააღმდეგე კვლავ იქნება დიეგო სიმეონეს გუნდი, მაგრამ ამჯერად უკვე ევროსარბიელზე.
ატლეტიკო 1:2 ბარსელონა
გოლები: 1:0 ჯულიანო სიმეონე 39', 1:1 მარკუს რაშფორდი 42', 1:2 რობერტ ლევანდოვსკი 87'.









