"რაგბი ევროპისა და ექვსი ერის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები დიდი პატივით გიწვევთ უელსს შემოდგომის ტესტ-მატჩზე თბილისში! რამდენიმე დაუვიწყარი და საინტერესო თამაში გვქონია, რამაც ჩვენს ორ, უზომოდ ამაყ სარაგბო ერს, მორაგბეებსა და ქომაგებს შორის საოცარი ურთიერთობები ჩამოაყალიბა!"
"ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ უელსელ დრაკონებს თბილისში და შემდეგ, გეწვიოთ კარდიფში, საპასუხო თამაშზე. როგორც უელსის ლეგენდარული კაპიტანი, სემ უამბარტონი ამბობდა, ეს ისაა, რასაც რაგბის ქომაგები ყოველთვის დიდი სიხარულით ნახავენ! ჰოდა, მოდი ასეც მოვიქცეთ! საქართველოში, ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია და თბილისში უელსელთა მასპინძლობაზე უფრო დიდი საჩუქარი რაღა უნდა იყოს" - წერია საქართველოს რაგბი კავშირის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, ხოლო წლევანდელ 6 ერზე უელსი ბოლო ადგილზე გავიდა და ხის კოვზი დაიმსახურა.











