ალ-აჰლის ცენტრალურმა მცველმა, მერიჰ დემირალმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მუნდიალის შესარჩევში "ჯვაროსნების" მეტოქეები ბოსფორელების გარდა, ესპანეთისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდები იქნებიან.
"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე რთული მატჩები გველის. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ ორ შეხვედრას: სტუმრად საქართველოსთან და შინ ესპანეთთან. თურქეთის ეროვნული გუნდის ბედი სწორედ ამ ორ თამაშში გადაწყდება.
ვინ არის ფავორიტი? ესპანეთი. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, რომ მათ ნაცვლად ჯგუფში მოხვედრილიყო ნიდერლანდების ნაკრები, თუმცა ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლებთ. მინდა გამოვარჩიო საქართველოც, რომელმაც ბოლო წლებში დიდ პროგრესს მიაღწია."









