რაც შეეხება პენალტების სერიას, "ბიანკონერის" მხრიდან თავისი შანსი დუშან ვლაჰოვიჩმა და ქენან ილდიზმა ვერ გამოიყენეს. საბა გოგლიჩიძემ აღნიშნული მატჩი დაიწყო სათადარიგოთა სკამიდან, მაგრამ 46-ე წუთიდან ის უკვე მოედანზე იყო. ტოსკანელები იტალიის თასის 1/2 ფინალში ბოლონიას დაუპირისპირდებიან.
Coppa Italia
დიდი სენსაცია - გოგლიჩიძის ემპოლიმ იუვენტუსი იტალიის თასიდან გამოაგდო

კოპა იტალიას მეოთხედფინალში ტურინის იუვენტუსი სენსაციურად ემპოლისთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ, 1:1, რის შემდეგაც 11-მეტრიანების სერიაში "აძურის" "ბებერ ქალბატონზე" მეტად გაუმართლა. აღსანიშნავია ისიც, რომ 66-ე წუთამდე იგებდნენ სტუმრები, მაგრამ შემდეგ ქეპრენ ტურამმა წონასწორობა აღადგინა.








