"კარგი თამაში გვქონდა, ბიჭების პერფორმანსით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში დორტმუნდს რეალური არაფერი შევაქმნევინეთ. ორი გოლის გარდა ბევრი სახიფათო მომენტი გვქონდა, ვფიქრობ შეგვეძლო ბევრად მეტი გოლის გატანა.
წინ გველოდება ურთულესი განმეორებითი შეხვედრა. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ სტადიონზე, მათი ფანები კი მსოფლიოში საუკეთესოთა შორის არიან. მეორე თამაშში მოგვიწევს შედარებით უკნიდან თამაში, ვეცდებით დორტმუნდის მიერ დატოვებული სივრცეებით ვისარგებლოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
მეტროპოლიტანოზე გამარჯვებით ბედნიერი ვარ. 1/4 ფინალურ წყვილებს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან წარმოდგენილი, შესაბამისად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშით კმაყოფილი ვარ."










