უეფას კონფერენს ლიგის 2025/26 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალში გორის დილა და თბილისის სპაერი დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
დილამ გორში ლატვიურ რიგას უმასპინძლა, რომელთანაც პირველ მატჩში სტუმრად 2-1 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი გორში 3-3 დასრულდა და ორი მატჩს ჯამში შემდეგ ეტაპზე ლატვიური კლუბი გავიდა.
თბილისის სპაერმა კი საკუთარ კედლებში ვენის ავსტრია მიიღო და დიდი ანგარიშით, 0-5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელებმა პირველ მატჩში 2-0 იმარჯვეს და საქართველოში სოლიდური უპირატესობით ჩამოვიდნენ.
საქართველოდან ევროტურნირებზე მოხვედრის შანს ქუთაისის ტორპედო ინარჩუნებს, რომელიც ამ წუთებში საკუთარ მოედანზე კვიპროსულ ომინიას მასპინძლობს.









