მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი დინამოელთა 16 წლის ფეხბურთელი ვახტანგ სალია იყო, რომელიც გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სალიას ბრწყინვალე შედეგი აქვს დაფიქსირებული და 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით, ევროპაში მოთამაშე 16-წლამდე ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ბარსელონს შემტევს, ლამინ იამალის ჩამორჩება.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში იამალის 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ჯამში 7 შედეგიანი მოქმედება. ქართველი ტალანტი ვახტანგ სალია, ამ კომპონენტში 4-შედეგიანი მოქმედებით (2 გოლი, 2 ასისტი), ევროპაში მეორეა.










