დღეს გაიმართება ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა იბერიასა და დინამო თბილისს შორის, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
დინამო თბილისის მისია რთულია. მათი მთავარი ამოცანაა, რომ იბერიას დაუმარცხებელი სერია შეწყვიტოს და გახდეს მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი, ვინც მოქმედ ჩემპიონებს დაამარცხებს.
ამ მისიის შესრულებას ისიც ართულებს, რომ გუნდს მთავარი ლიდერი ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო გამოაკლდა. კანკავას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
ტრავმიანობაა იბერიაშიც. ლევან კორღალიძის გუნდს კარგ ფორმაში მყოფი ჯემალ ჯინჯოლავა და ნიკა ხორხელი არ ეყოლება.
15 ტურის შემდეგ, იბერიას პირატესობა უახლოეს მდევრებთან საგრძნობია. მათ 37 ქულა აქვთ და მეორე ადგილოსანს 8 ქულით ასწრებენ.
მე-16 ტურის კალენდარი
20 მაისი
19:00 დილა-სამგურალი
20:00 იბერია-დინამო თბილისი
21:00 ტორპედო-კოლხეთი
21 მაისი
19:00 გაგრა-გარეჯი
20:00 თელავი-დინამო ბათუმი









