დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო და 2 ტრანსფერი განახორციელა.
როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება, დინამოში ვეტერანი მეკარე გიორი ლორია დაბრუნდა, რომელიც ბოლოს კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობდა.
დინამო თბილისის ღირსებას დაიცავს გიორგი ლომთაძე. 23 წლის ლომთაძე დინამოს აღზრდილია და სხვადასხვა დროს ლოკომოტივში, სამტრედიასა და გაგრაში გამოდიოდა.
მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას დინამო თბილისი საქართველოს თასის 1/16 ფინალში სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს.









