მანჩესტერ სიტის ყოფილმა მეკარემ, ჯო ჰარტმა შეაფასა დომინიკ სობოსლაის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ჯანლუიჯი დონარუმას კარში. ვეტერანმა ინგლისელმა გოლკიპერმა უნგრელი შუახაზელის გასროლა რობერტო კარლოსის სტანდარტებს შეადარა.
"დონარუმამ სობოსლაის წინ აღმართა ორკაციანი ცოცხალი კედელი, რაც შეცდომა იყო. ამ გადაწყვეტილებით მან მეტოქეს საჯარიმო დარტყმის შესრულების 3 ვარიანტი აჩუქა. პირველი: დარტყმა მარჯვენა ზედა კუთხეში, ისე რომ ბურთს ო'რაილის მხართან გაევლო. მე-2 ვარიანტი: მარცხენა ზედა კუთხე.
მესამე ვარიანტი - ის, რაც საბოლოოდ ვიხილეთ. ჯანლუიჯის მხრიდან ეს ჰგავდა პროვოკაციას, თითქოს მან დომინიკს უთხრა - მიდი, გააკეთე ეს, მაჩვენე, რა შეგიძლია. უნგრელმა შუახაზელმა ყველაფერი იდეალურად შეასრულა. ჯარიმის დარტყმის ხელოვნება, კარლოსის სტილში.
"









