გერმანულ კლუბში შაჰინის გაშვება რამდენიმე ტურის წინაც სურდათ, თუმცა თურქ სპეციალისტს კიდევ ერთი შანსი მისცეს. "შავ-ყვითლებისთვის" სამწუხაროდ, 36 წლის მწვრთნელმა სიტუაცია ვერ გამოასწორა და დორტმუნდის კრიზისი კიდევ უფრო გახანგრძლივდა.
დორტმუნდი ბუნდესლიგაში 18 ტურის შემდეგ, 25 ქულით, მე-10 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გერმანულ კლუბს 7 ტურის თავზე, 12 ქულა აქვს.
27 მატჩი, 12 გამარჯვება, 4 ფრე და 11 მარცხი - ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ნური შაჰინი დორტმუნდს.









