საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ რაღაც 2 საათში გამართავს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ შეხვედრას. ვილი სანიოლის გუნდი 20:00 საათზე თურქეთის ნაკრების წინაღმდეგ ითამაშებს. მატჩამდე, ქართული სპორტის ქომაგებმა, სიგნალ იდუნა პარკამდე მსვლელობა დაგეგმეს, რასაც ათასობით ქართველი გულშემატკივარი შეუერთდა.
ჩვენი ჟურნალისტები ადგილზე იმყოფებიან და როგორც გვაცნობეს, ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი პიროტექნიკის გამოყენებისთვის, პოლიციელებმა დააკავეს. ეს ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყავნეს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ამ დრომდე იქ იმყოფება.
ამ მომენტის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებსა და პოლიციელებს შორის გარკვეული დაპირისპირება იყო, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.
იხილეთ ვიდეო:
One Georgian fan was arrested for using pyrotechnics 🧨
— Lasha Kokiashvili (@LashKokiashvili) June 18, 2024
Dortmund, Germany 📍🇩🇪 pic.twitter.com/yEB0oxrhQy









