რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში გახსნა "ლოს ჩესმა", ჰუგო დუროს გოლით. შემდეგ იყო ჯუდ ბელინგემის გაფუჭებული პენალტი, კილიან მბაპეს არჩათვლილი ბურთი და ვინისიუს ჟუნიორის გაძევება. ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშეს მოუვიდა დაპირისპირება "მურსელაგოსის" მაკედონიელ გოლკიპერთან, რის შედეგადაც მსაჯმა ბრაზილიელ ფორვარდს წითელი ბარათი უჩვენა.
"სამეფო კლუბის" გადარჩენა მოახერხეს ლუკა მოდრიჩმა და ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა. ვეტერანმა ფლეიმეიქერმა ანგარიში გაათანაბრა 85-ე წუთზე, "ბლანკოსის" ახალგაზრდა გამთამაშებელმა კი გამარჯვების მომტანი ბურთი 95-ე წუთზე გაიტანა. ამ ყველაფრის შედეგად, მოქმედმა ჩემპიონმა უმძიმეს ბრძოლაში მესტალიადან 3 ქულა მაინც წამოიღო.











