დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ მატჩში იაპონიას უმასპინძლა. ტიერ1-ის გუნდთან ბორჯღალოსნებმა 23-25 წააგეს.
პირველი ტაიმი 6-16 დასრულდა, ქართველთაგანორი ჯარიმა აბჟანდაძემ გაიტანამ, რასაც იაპონელებმა ერთი გარდასახული ლელოთი და 3 ჯარიმით უპასუხეს.
მეორე ნახევარში ქართველთაგან ლელოები, თაფლაძემ და კახოიძემ, დადეს, აბჟანდაძემ ორივე გარდასახა, ერთი ჯარიმაც მიითვალა და საქართველო 23-22 დაწინაირდა, თუმცა ბოლო წუთზე იაპონელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და საბოლოო ანგარიდი 23-25 დაფიქსირდა.
ნოემბერში ბორჯღალოსნებმა იაპონიასთან შეხვედრამდე ორი ტესტ მატჩი გამართეს, ბათუმში ჯერ აშშ-ის ნაკრები დაამარცხეს 43-30, შემდეგ კი კანადა 38-17.
შეგახსენებთ, შარშან ზაფხულში სენდაიშისაქართველომ იაპონიას 25:23 მოუგო.









