შეხვედრის ანგარიში მილანმა პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გახსნა — თავი ტიჯანი რეინდერმა გამოიჩინა და როსონერიმ პირველი ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და 93-ე წუთზე ინტერმა მატჩის გადარჩენა შეძლო. გოლი სტეფან დე ვრაიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
23 ტურის შემდეგ, ინტერს 51 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მილანი 35 ქულით მე-8 პოზიციაზეა, თუმცა, ორივე კლუბს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრაში ნერეძური ფიორენტინას, ხოლო როსონერი ემპოლის ესტუმრება.









