მარკოს ალონსომ ბარსელონა დააწიურა, თუმცა პირველი ტაიმში ლუკას ვასკესის მოპოვებული პენალტი ვინისიუსმა შეასრულა.
მეორე ნახევარში ბარსელონა კვლავ წინ გაიჭრა. გოლი ლოპესის ანგარიშზეა. ვინისიუსის გადაცემით ლუკას ვასკესმა ანგარიში კვლავ გაათააბრა.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების გოლი გაიტანა და რეალს 3:2 მოაგებინა.
აღსანიშნავია ლუკას ვასკესის თამაში, რომელმაც სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა - პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ გამარჯვებით რეალმა 81 ქულა დააგროვა, ბარსელონას 11 ქულით გაასწრო და ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა.










