სერია ა-ს მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო ნაპოლი, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 2:2. შეხვედრა მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით და "ნერაძური" წინ გავიდა ორჯერ, თავიდან ფედერიკო დიმარკოს გატანილი ბურთით, შემდეგ კი ჰაკან ჩალჰანოღლუს ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით.
"პარტენოპეი" ორივე შემთხვევაში თამაშში სკოტ მაკტომინეის გოლებით დაბრუნდა. ორი ქულის დაკარგვის მიუხედავად, ჯუზეპე მეაცას ბინადრები 43 ქულით რჩებიან პირველ პოზიციაზე და უახლოეს მდევართან, მეზობელ მილანთან კვლავ 3-ქულიან სხვაობას ინარჩუნებენ. "აძური" 39 ქულით მე-3 პოზიციაზე არის.
ინტერი 2:2 ნაპოლი
გოლები: 1:0 ფედერიკო დიმარკო 9', 1:2, 2:2 სკოტ მაკტომინეი 26', 81', 2:1 ჰაკან ჩალჰანოღლუ 73'.









