შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0:0 დასრულდა, ხოლო ანგარიში მეორე ტაიმის შუაში, 69-ე წუთზე კარნიჩნიკმა სლოვენია დააწინაურა. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, 95-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა გაიტანა გოლი და სერბეთს ქულა გადაურჩინა.
ორი ტურის შემდეგ სლოვენიას 2 ქულა აქვს და C ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო სერბეთი 1 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სლოვენია დანიას, ხოლო სერბეთი ინგლისს დაუპირისპირდება.










