სერია ა-ს 24-ე ტურში ტურინის იუვენტუსმა საკუთარ კედლებში მიიღო რომის ლაციო, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 2:2. აღსანიშნავია, "ბიანკონერის" ქამბექი 0:2-ის შემდეგ, თანაც მე-2 ბურთი მასპინძლებმა 96-ე წუთზე შეაგდეს. ქულის გადარჩენა პიერ კალულუმ შეძლო.
ლუჩანო სპალეტის გუნდი აგროვებს 46 ქულას და მეოთხე ადგილზე რჩება. გამოსარჩევია ისიც, რომ თავის უკანასკნელ ოთხ მატჩში სერია ა-ს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მოიგო მხოლოდ 1, პარმასთან. ალიანს სთეიდიუმის ბინადრების შემდეგი მოწინააღმდეგე მილანის ინტერი იქნება.
იუვენტუსი 2:2 ლაციო
გოლები: 0:1 პედრო როდრიგესი 45+2', 0:2 გუსტავ ისაქსენი 47', 1:2 უესტონ მაკენი 59', 2:2 პიერ კალულუ 90+6.









