დღეს, ეროვნული ლიგს მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების მატჩი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და ქართულ კლასიკოადაა წოდებული. წელს კი მათ დაპირისპირებას ორმაგი დატვირთვა აქვს.
ამის მიზეზი ისაა, რომ ტორპედომ სეზონი მძიმე დაიწყო, მხოლოდ ერთი მოგება აქვს და სად უნდა შეეცადოს სიტუაციის გამოსწორებას, თუ არა უშუალო კონკურენტ დინამო თბილისთან დაპირისპირებაში. დინამოსთან მატჩი არის იდეალური დრო, სადაც გუნდს შეუძლია ქუთაისელთა გული შემოატრიალოს და კვლავ იმედები ჩაუსახოს.
თავის მხრივ, დინამო თბილისი ამ სეზონში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაშვილის გუნდმა გასულ ტურში მოქმედ ჩემპიონთან წააგო, მათი თამაშის ხარისხი გაზრდილია და გამარჯვება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ.
7 ტურის შემდეგ, ტორპედოს მხოლოდ 5 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს, დინამო თბილისი 11 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
ეროვნული ლიგის მე-8 ტურის კალენდარი
13 აპრილი
19:00 დილა-კოლხეთი
21:00 ტორპედო-დინამო თბ
14 აპრილი
19:00 იბერია-გარეჯი
20:00 თელავი-გაგრა
21:00 დინამო ბთ-სამგურალი









