"გასულ სეზონთან შედარებით, ორგანიზაციულად არაფერი შეცვლილა. მილანში სეზონის გადარჩენა თუ სურთ, მოთამაშეებს მოუწევთ რეაგირება. გუნდს წინ ლივერპულთან და ინტერთან შეხვედრები ელოდება... იმედია ვცდები, მაგრამ რთული იქნება ამ ორ გუნდთან წარმატების მიღწევა.
ლეაო? ყველაფერი, რაც მილანში ხდება, თითქოს ლეაოს ბრალია. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხალხმა ასე იფიქრობს.
დიახ, სიმართლეა, რომ ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია საფრთხე შექმნას და მატჩის ბედი გადაწყვიტოს, თუმცა დროა, ბავშვური გამოხტომების შემდეგ კაცად იქცეს."
მილანმა ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პაულო ფონსეკას გუნდს სამი ტურის შემდეგ, გამარჯვება არ აქვს - 2 ფრე და ერთი მარცხი. რაც შეეხება რაფა ლეაოს, პორტუგალიელის ანგარიშზე 1 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. "როსონერი" მომდევნო ტურში ვენეციას დაუპირისპირდება.









