რედ ბულის პრობლემები განსაკუთრებით მონაკოს კვალიფიკაციაზე გამოჩნდა, სადაც სერხიო პერესი მეორე სეგმენტშიც ვერ გადავიდა, ხოლო მაქს ვერსტაპენმა მისთვის უჩვეულო, მე-6 ადგილი დაიკავა. ავსტრიული გუნდის პრობლემები მაიამიში დაიწყო, სადაც ჩემპიონი ნორისი გახდა - ვერსტაპენმა შემდეგ რბოლაში (იმოლაში) პირველი ადგილი დაიბრუნდა, თუმცა, მცირე უპირატესობით აჯობა მაკალრენს. მონაკოში კი რედ ბულმა სრული ფიასკო განიცადა.
სამივე სარბოლო ტრეკზე, სადაც რედ ბულის პრობლემები გამოჩნდა, შედარებით ნაკლები ჩქარი მოსახვევებია, რაც ავსტრიული გუნდის უპირატესობას ამცირებს — ლოგიკური იქნება, რომ ვერსტაპენს მომდევნო გრან პრიზეც გაუჭირდეს დიდი უპირატესობით მოპოვებდა, რადგან კანადა ცნობილია ნელი მოსახვევების სიმრავლით. დროებითია თუ არა რედ ბულის ჩავარდნა? ამ კითხვას პასუხი უკვე ესპანეთში გაეცემა, რომლის ტრეკის კონფიგურაციაც კარგად არის მორგებული ავსტრიულ გუნდზე და მოქმედ ჩემპიონს მაქსიმალური შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება ექნება.
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის შემდეგი, კანადის გრან პრი, 9 ივნისს გაიმართება, ხოლო 2 კვირიანი შესვენების შემდეგ, 23 ივნისს, საუკეთესო მრბოლელი ესპანეთში გამოვლინდება. სწორედ ეს ორი რბოლა იქნება რედ ბულისთვის უმნიშვნელოვანესი და კარგად გამოჩნდება, სრულდება თუ არა ავსტრიული გუნდის დომინაცია.











