საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში, პსჟ-ს საკუთარ მოედანზე ნანტს უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 3-0 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში დუბლი პარიზული კლუბის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი დეზირე დუემ გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმემეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 50-ე წუთზე ლამაზი გოლით მატჩს წერტილი დაუსვა და ყველაზე მაღალი, 9,5 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
პსჟ 3-0 ნანტი
გოლები: 1-0 ხვიჩა კვარახელია (13'), 2-0 დეზირე დუე (37'), 3-0 ხვიჩა კვარაცხელია (50')
29 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 66 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. მომდევნო ტურში ლუის ენრიკეს გუნდი ანჟეს ესტუმრება.









