საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში სტ.ეტიენი საკუთარ მოედანზე ბასტიას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დავითაშვილი სტ.ეტიენს დატოვებს. მას რამდენიმე მსურველი ჰყავს, ყველაზე რეალური კანდიდატი კი ბეშიქთაშია.
წინა ტურში შესრულებული დუბლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ბეშიქთაშის გულშემატკივრის და თურქული მედიის მხრიდან დავითაშვილის ტრანსფერის მოთხოვნა უფრო აქტიური გახდა.
ისინი კლუბს მოუწოდებენ, რომ ყველაფერი მალე შეათანხმონ და დავითაშვილი ახალი წლიდან ბეშიქთაშის ფეხბურთელი გახდეს.
თუმცა საქმეში საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდებიც არიან და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მიმდინარე სეზონში ზურიკო 8 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირია.









