"რა დასკვნა გამოვიტანე დვალიშვილთან მარცხის შემდეგ? - ჩემს ორგანიზმს სჭირდებოდა დასვენება და ძალების აღდგენა. მას პატივს ვცემ, იმედი მაქვს, მერაბი ქამარს დაისაკუთრებს. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ მხოლოდ ჩემპიონებთან მექნება წაგებული. ის ბრძოლა წარსულშია და ჩემი დაბრუნება ქართველთან კავშირში არ არის.
რაც შეეხება ო'მალის, ის ძლიერი ჩემპიონია, რომელმაც მწვერვალიდან სტერლინგი ჩამოაგდო. ამის მიუხედავად, მგონია, რომ "მანქანა" მას დაამარცხებს. შონის მიმართ არ ვიჩენ უპატივცემულობას, უბრალოდ დვალიშვილი უფრო ძლიერი მგონია", - განაცხადა 37 წლის ყოფილმა ჩემპიონმა.











