კილიან მბაპეს მადრიდის რეალის შემადგენლობაში 2025 წელს უკვე 54 გოლი დაუგროვდა. საინტერესოა, რომ ერთ კალენდარულ წელიწადში "სამეფო კლუბის" რიგებში საუკეთესო შედეგი დაფიქსირებული აქვს კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც 2013-ში 59 ბურთი შეაგდო.
როგორც ვხედავთ, ფრანგ თავდამსხმელს ლეგენდარული პორტუგალიელი ბომბარდირის რეკორდის დასამხობად ექვსი გოლის გატანა სჭირდება. ბერნაბეუს ბინადრების ამჟამინდელ ლიდერს წლის ბოლომდე დარჩენილი აქვს 5 შეხვედრა: მანჩესტერ სიტისთან, ატლეტიკ ბილბაოსთან, სევილიასთან, სელტა ვიგოსა და ალავესთან.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ საფრანგეთის ნაკრების ათიანმა რეალში საერთო ჯამში ჩაატარა 78 მატჩი, რომელშიც 67 გოლი გაიტანა. "დონატელომ" გასულ სეზონში შეაგდო 44 ბურთი, მიმდინარეში კი უკვე 23 გოლის გატანა მოასწრო.









