ნიუკასლ იუნაიტედის 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ადამ ლოურენსმა ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა ტრავმა მიიღო "კაჭკაჭებში" გადასვლისთანავე, ისე რომ მან მოედანზე გამოსვლა ერთხელაც ვერ შეძლო.
"სალიას პროგრესით კმაყოფილი ვარ. ის ძალიან დამწუხრდა, როდესაც ნიუკასლ იუნაიტედში გადასვლისთანავე მან ტრავმა მიიღო. შინაგანად ძალიან უჭირდა, მაგრამ არ შეიმჩნია და პოზიტიურად განეწყო. სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბი ვარაუდობს, რომ ვახტანგი მოედანს დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება.
მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ქართველი თავდამსხმელის პროგრესს კვირიდან - კვირამდე ვაკვირდებით. ის მიჰყვება რეაბილიტაციის გრაფიკს, ჩვენც მოლოდინში ვართ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ ვიჩქაროთ."









