20 წლიანი სანაკრებო კარიერა სრულდება, - დღეს საქართველოს ნაკრებში ქართველი გულშემატკივრის წინაშე მასპინძელ არენაზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა. ჩვენმა გუნდმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩიუკრაინასთან გამართა და 79-92 წააგო.
განვლილი კარიერის შესახებ გიორგი შერმადინმა ისაუბრა:
“20 წელი გავატარე ნაკრებში, ძალიან ემოციური დღეა დღეს ბოლო საშინაო მატჩი იყო ნაკრებში. მთელი დღეა ვნერვიულობ, რეს ნაკრებში 201-ე თამაში იყო და ასე არც ერთ თამაშზე არ მინერვიულია. ალბათ ეს თამაშის დროსაც მეტყობოდა, ძალიან მტკივა გული დღევანდელი შედეგის გამო, მინდოდა გამარჯვება მოგვეპოვებინა და ქართველ გულშემატკივარს საქართველოში ასე დავმშვიდობებოდი, რას ვიზამთ, სპორტია ასე ხდება.
შემდეგი მატჩი ტენერიფეში ესპანეთთან გვაქვს და ვეცდებით იქ მოვიგოთ.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მთელ საქართველოს დღეს განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი. მადლობა გულშემატკივრებს ვინც დარბაზში მოვიდა ან ვერ მოვიდა და ეკრანიდან გვქომაგობდა, მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისა და სითბოსთვის. მე ნაკრებიდან მივდივარ, მაგრამ შორს არ მივდივარ ვრჩები თქვენ გვერდით.
რა თქმა უნდა ჯამლეტ ხუხაშვილი უნდა გავიხსენო, ის იყო პიროვნება ვინც ხელი მომკიდა და ყველაფერში დამეხმარა, ყველგან მისი თანადგომა მქონდა, რეს მისი მეუღლე აქ იყო, მადლობა ქალბატონ ევას მობრძანებისთვის, სამწუხაროა რომ ბატონი ჯამლეტი ჩვენს გვერდით აღარაა თუმცა მის ოჯახთან ისეთივე ურთიერთობა მაქვს და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ.”
მორიგ შეხვედარს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 30 ნოემბერს, ტენერიფეში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს და ეს იქნება უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა გიორგი შერმადინისთვის.









