ალბანეთში 20-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა. ჯაჯვანმა(94 კგ.) ატაცში 166 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 197 კილოგრამი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 363 კილოგრამი დააგროვა. ქარტველმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში მან ევროპის რეკორდები დაამყარა.
დღესვე გერვასი თაბაგარმა (94 კგ.)აკვრაში ვერცხლი მოიპოვა. ქართველმა 196 კგ. დააფიქსირა.
20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (88 კგ.) სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, გიგა ოდიკაძემ(60 კგ) კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.









