ალბანეთში 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნანა ხორავამ(77 კგ.) ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ქართველმა ატაცში 100 / 105 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა, აკვრაში 121 / 125 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა. ხორავამ ორჭიდში დაგროვებული 230 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
ნანა ხორავას მიერ ნაჩვენები შედეგები სამივე დისციპლინაში საქართველოს რეკორდია. ძალოსანმა ატაცისა და აკვრის რეკორდები 5- 5, ხოლო ორჭიდის 10 კილოგრამით გააუმჯობესა.









