ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა U23 ევროპის ჩემპიონატზე 88 კგ. წონით კატეგორიაში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ზურაბ მსხალაძემ და მანუჩარ გოგოხიამ წარმატებით იასპარეზეს.
მსხალაძემ ატაცში 151 / 156 / 161 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა, ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 186 / 192 / 196 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის ემდალი დაისაკუთრა, ხოლო ორჭიდში დაგროვებული 357 კილოგრამით ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მანუჩარ გოგოხიამ ატაცში 151 / 156 / 160 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა.ა კვრაში კ 186 / 102 / 196 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. გოგოხიამ ორჭიდში 356 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.









