რამდენიმე წუთში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.
ტურნირის პირველ დღეს ასპარეზობა კაცთა შორის - 60 კგ. კატეგორიაში გაიმართება, ქალთა შორის კი -48 კგ. ქართველთაგან დღეს ტატამიზე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გავა.
სარდალაშვილის პირველი მეტოქე ანგოლის წარმომადგენელი ლეონარდო ბაროში იქნება.
წინასწარი დაპირისპირებები თბილისის დროით, 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია









