"კვარაცხელიას გოლმა გამაოცა, მიღება და ულამაზესი დარტყმა - ამ გოლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა დონის ტალანტთან გვაქვს საქმე.
ხვიჩას ერთი, ყველასგან გამორჩეული, თვისება აქვს - სანამ ბურთს მიიღებს, მან უკვე წინასწარ იცის, რა უნდა გააკეთოს და ეს საქმეს უადვილებს.
ლოგიკური იყო, რომ გასული წლის ტრიუმფის შემდეგ, მის კარიერაში სირთულეები იქნებოდა, მაგრამ მთავარია, ამ სირთულეებს კვარაცხელია თავს კარგად ართმევს და უბრუნდება იმ ფორმას, რითიც თავი დაგვამახსოვრა", - აცხადებს ძოლა.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.









