ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და რეალ მადრიდის ცენტრალური მცველის, ედერ მილიტაოს ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ 8-9 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ლა ლიგის ბოლო ტურში, ოსასუნას წინააღმდეგ მიიღო, როდესაც მარჯვენა ფეხზე ჯვარედინი იოგები და მენისკი გაიწყვიტა. მილიტაომ მსგავსი ტრავმა კარიერაში უკვე მეორედ მიიღო. ბრაზილიელმა ჯვარედინი იოგები პირველად 2023 წლის აგვისტოში გაიწყვიტა.
მილიტაოს ოპერაცია უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. ბრაზილიელი 2024/25 სეზონში ვეღარ ითამაშებს.
La Liga
ედერ მილიტაოს უმძიმესი ტრავმა — ბოლო ინფორმაცია ესპანეთიდან










