საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და რეალ მადრიდის ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. ფრანგი ფეხბურთელი ტრავმის გამო, რამდენიმე თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ლა ლიგის ბოლო ტურში, ხეტაფეს წინააღმდეგ მატჩში მიიღო, როდესაც მარცხენა ფეხზე მყესი გაიწყვიტა.
რეალ მადრიდის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო. ედუარდო კამავინგა ამ დაზიანების გამო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსაც გამოტოვებს.









