Bandai Namco Entertainment-მა და From Software-მა Elden Ring: Nightreign-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნეს, რომელშიც თამაშის ახალი კლასი, რეიდერია წარმოდგენილი.
რეიდერი კლასიკური ბარბაროსია – მისი იარაღი დიდი ნაჯახი ან უროა, რომლითაც ის ნელ, მაგრამ დამანგრეველ დარტყმებს ახორციელებს.
მას ასევე ხელჩართული ბრძოლის ილეთებიც გააჩნია არსენალში – ოვერჰენდი, ჰუკი და აპერკოტი, რომელიც ბოსებს “სტაგერში” აყენებს.
რეიდერს მიწის მაგიის გამოყენებაც შეუძლია – ის დიდ პლატფორმებს აჩენს ბრძოლის ველზე.
შეგახსენებთ, რომ Elden Ring: Nightreign-ი არის ორიგინალური Elden Ring-ის სპინ-ოფი. ის 30 მაისს ყველა რელევანტურ პლატფორმაზე გამოვა.















