საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია ახალ მასშტაბურ ტურნირს იწყებს, რომლის სახელწოდებაც eLiga Georgia იქნება.
eLiga Georgia ეს არის ტურნირი კიბერფეხბურთში, კერძოდ Ea FC 26-ში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 12 კლუბის პროფესიონალი კიბერფეხბურთელი. ტურნირის საპრიზო ფონდი 45 000 ლარი იქნება.
ტურნირი გაიმართება ლიგის ფაზისა და ფლეი-ოფის პრინციპით, გამარჯვებული კლუბი კი ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, პირდაპირ მიიღებს მონაწილეობას e-ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ორგანიზებას უწევს EA Sports.
კლუბები, რომლებიც eLiga Georgia-ს ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ: იბერია 1999, დილა გორი, ტორპედო ქუთაისი, დინამო თბილისი, გაგრა, დინამო ბათუმი, სამგურალი, რუსთავი, მეშახტე, სპაერი, ლოკომოტივი თბილისი, თელავი.
ტურნირის გახსნითი მატჩი ხვალ, 26 იანვარს გაიმართება. მაყურებელს წინ რუსთავი vs. იბერიას დაპირისპირება ელოდება, რომელიც სტარტს 21:00 საათზე აიღებს. ამ მატჩის ყურება GCFF YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.















