eLiga Georgia-ს მესამე ტურში სულ 4 მატჩი გაიმართა, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
გუშინ გამართულ მატჩებში გამარჯვება სამგურალსა და იბერია 1999-ს დარჩათ, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ სათამაშო დღეს, მაყურებელმა გაგრასა და რუსთავის გამარჯვებები იხილა. ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ იბერიას სამიდან სამი მოგება აქვს, რუსთავმა კი მძიმე სტარტის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მე-8 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა.
მესამე ტურში გამართული მატჩები:
თელავი 1-10 სამგურალი
იბერია 5-4 დინამო ბათუმი
ლოკომოტივი თბილისი 3-7 რუსთავი
გაგრა 7-1 სპაერი
სატურნირო ცხრილი:
მაყურებელი მომდევნო ტურის მატჩებს 16-17 თებერვალს იხილავს.
eLiga Georgia-ს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ხილვა ტურნირის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი - GCFF.ge
ვიდეო კონტენტის ხილვა კი საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზეა შესაძლებელი.















