eLiga Georgia-ს სეზონი გახურდა! გასულ საათებში მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩები იხილა, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
მიმდინარე კვირაში გამართულ მატჩებში გამარჯვება იბერია 1999-ს, ლოკომოტივი თბილისს, ტორპედო ქუთაისსა და გაგრას დარჩათ, რის ფონზეც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად დაიძაბა.
იბერია 5-4 სპაერი
ლოკომოტივი თბილისი 6-1 დინამო ბათუმი
ტორპედო ქუთაისი 7-2 თელავი
მეშახტე 4-5 გაგრა
ჩემპიონატს უკვე ორი ლიდერი ჰყავს - სამგურალი და იბერია 12-12 ქულით I-II ადგილს იყოფენ, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სამგურალს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მაყურებელი მომდევნო ტურის მატჩებს 16-17 მარტს იხილავს.
eLiga Georgia-ს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ხილვა ტურნირის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი - GCFF.ge
ვიდეო კონტენტის ხილვა კი საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზეა შესაძლებელი.
ფოტო: საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია.















