პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ოლიმპიკ მარსელთან მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პსჟ "თეთრ-ლურჯებს" დაუპირისპირდება საფრანგეთის სუპერ თასის ფარგლებში, შეხვედრა ქუვეითში ჩატარდება.
"ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ტიტულების მოგების გაგრძელება, თუმცა ეს ყველაფერი დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ეს არის ფინალი, კლასიკო მარსელის წინააღმდეგ და ამ დაპირისპირების მნიშვნელობა კარგად გვესმის. შეხვედრას უდიდესი მოტივაციით ვხვდებით.
მოგვიწევს ემოციების მართვა და მატჩის მნიშვნელოვან დეტალებზე ფოკუსირება. რევანში? დიახ, ოლიმპიკმა დაგვამარცხა, თუმცა ეს იყო საფრანგეთის ჩემპიონატში, სუპერ თასი კი სულ სხვა ტურნირია. ვაცნობიერებთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა პარის სენ-ჟერმენის ფანებისთვის. "









