მოგეხსენებათ, გოგლიჩიძესა და "ემპოლის" შორის შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ შედგა, დღეს კი კლუბმა ის ოფიციალურად წარადგინა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველის ტრანსფერზე ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ იმუშავა, რომელიც "ემპოლიში" წლების განმავლობაში თამაშობდა.










