"ძალიან ვამაყობ პარის სენ-ჟერმენით. პირველ რიგში, მე ვარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. მბაპე? - ძალიან სამწუხარო სანახავი იქნებოდა, მარცხის შემდეგ დამრიგებელი მოთამაშეებისკენ რომ იშვერდეს თითს. ვთქვი, რომ მე ვარ ერთადერთი პასუხისმგებელი და ფეხბურთელებით ვამაყობ. თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად ვესაუბრე, მაგრამ არ არსებობს მანუგეშებელი სიტყვა, როდესაც 1/2 ფინალში აგებ.
დორტმუნდს უნდა მივულოცოთ და მივიღოთ მარცხი ისე, როგორც გამარჯვებას ვიღებთ, რადგან ბევრი ადამიანი გვიყურებს და მათთვის შთამაგონებლები ვართ. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რომ მატჩის მოგება დავიმსახურეთ. 31 დარტყმა გვქონდა, 4-ჯერ ბურთი ძელს მოხვდა, პირველი მატჩის ჩათვლით კი 6-ჯერ.
მოსალოდნელი გოლის მაჩვენებელი 3-ზე მეტი იყო, ბორუსიასი კი - 0.7. ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა. თუმცა, მოწინააღმდდგეს ვულოცავ, შესანიშნავი გუნდია და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებენ", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა.











