რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ ლუის ენრიკესთვის უნიკალურ კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც ესპანელი სპეციალისტი პარიზულ გრანდში მთელი კარიერა დარჩებოდა.
თუმცა ესპანური Marca სულ სხვა ცნობებს ავრცელებს. ჯერჯერობით, ენრიკე პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გუნდს დატოვებს.
მათივე ცნობით, საქმეში უკვე რამდენიმე გუნდია, რომელთაც ლუის ენრიკეს წაყვანა სურთ. მოგეხსენებათ, ენრიკემ პსჟ-სთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის ნანატრი ჩემპიონთა ლიგა.
55 წლის სპეციალისტს პსჟ-სთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.









