საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ერთმანეთს პსჟ და სტრასბურგი დაუპირისპირდებიან.
მოგეხსენებათ, პსჟ უკვე ოფიციალურად გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა.
შესაბამისად, ლუის ენრიკე სტასბურგთან მატჩში როტაციის გაკეთებას გეგმავს. დიდი ალბათობით, ჰაკიმი, ნუნო მენდეში და მარკინიოსი ლიგა 1-ის მატჩს გამოტოვებენ.
ენრიკე შეტევის ხაზში ბარკოლა, რამოსი, ლის ტრიოს დაყენებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-მ არსენალი 1:0 დაამარცხა და პარიზში გასამართი განმეორებით მატჩისთვის ემზადება.









