პარის სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ დაასახელა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მისი კლუბი სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. ლუის ენრიკეს მისვლის შემდეგ, პსჟ-მ შეცვალა კურსი და აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაამახვილა.
"ახალგაზრდა ფეხბურთელების განსავითარებლად ენრიკე საუკეთესო მწვრთნელია. მისგან აკრძალული გვაქვს 27 - 28 წელს ზემოთ მოთამაშეების გაფორმება. ჩვენს ბოლო ტრანსფერებს რომ დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, 23 - 24 წელზე უფროსი არავინ დაგვიმატებია.
რაც შეეხება ფეხბურთელების უნარ-ჩვევებს, ლუისს მებრძოლი სულის მქონე შემსრულებლები მოსწონს. მოთამაშეების შერჩევაში უდიდეს როლს თამაშობს კამპუში, სწორედ მასთან გასაუბრების შემდეგ იღებს ესპანელი სპეციალისტი გადაწყვეტილებას. ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მოთამაშე მის პროექტს ერგება."









