როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-ს ფრანგი ფეხბურთელი უსმან დემბელე ტრავმირებული იყო და წინა მატჩი გამოტოვა.
დემბელემ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე 2 დღეა განაახლა. ლუის ენრიკეს მის ამჟამინდელ მდგომარეობზე ჰკითხეს.
"ვარჯიში ღიაა და ყველამ ვიცით, რომ დემბელე 2 დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. შესაბამისად, ის არსენალთან მატჩისთვის სათამაშოდ მზადაა"
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი პსჟ-სა და არსენალს შორის, 7 მაისს შედგება.









