ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში ნიუკასლ იუნაიტედმა გასვლაზე ყარაბაღი ანგარიშით 6:1 გაანადგურა. სტუმრების მხრიდან პოკერი შეასრულა ენტონი გორდონმა, ასევე თითო ბურთი მალიკ ჩაუმ და ჯეიკობ მერფიმ შეაგდეს. როგორც ვხედავთ, "კაჭაჭებმა" 1/8 ფინალში მოხვედრისთვის სოლიდური ნაბიჯი გადადგეს წინ.
განმეორებითი მატჩი გაიმართება ერთ კვირაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრისთვის აღდამელებს "ჯორდებთან" ექვსბურთიანი უპირატესობით მოგება დასჭირდებათ.
ყარაბაღი 1:6 ნიუკასლი
გოლები: 0:1, 0:3, 0:4, 0:5, ენტონი გორდონი 3', 32', 33', 45+1, 0:2 მალიკ ჩაუ 8', 1:5, ელვინ ჯაფარგულიევი 54', 1:6 ჯეიკობ მერფი 72'.









