სანაკრებო პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგა მე-12 ტურით დაბრუნდა! შაბათი დღის ადრეული მატჩი გაიმართა კინგ ფაუერ სთედიუმზე, სადაც ერთმანეთს ლესტერი და ჩელსი დაუპირისპირდნენ. 90 წუთის განმავლობაში ენცო მარესკას შეგირდებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს. ლონდონელებმა "მელიები" 1:2 დაამარცხეს.
ჩელსის მხრიდან საუკეთესოები ნიკოლას ჯექსონი და ენცო ფერნანდესი იყვნენ. ამ უკანასკნელმა ჯერ სენეგალელს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ლესტერის მხრიდან ერთადერთი გოლი ჯორდან აიუმ გაიტანა.
ენცო მარესკამ ყოფილი გუნდი დაამარცხა, მისმა გუნდმა კი 22 ქულა მოაგროვა და დროებით მე-3 პოზიციამდე აღზევდა.
Premier League
ენცო მარესკამ ყოფილი გუნდი დაამარცხა — ჩელსის მნიშვნელოვანი 3 ქულა









