Nike კრიშტიანუ რონალდუსთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ექსკლუზიურ ბუცებს დაამზადებს. მოდელი ტრიალებს კონცეფციის გარშემო, რომლის მთავარი თემა არის პორტუგალიელი ფორვარდის ბოლო მუნდიალი კარიერაში. მოდელი იქნება ოქროსფერი, წარწერით: CR7 Mercurial.
ბუცების აღნიშნული წყვილის ინსპირაცია მოდის 2009 წელს გამოშვებული Mercurial-დან, რომელიც იმ დროს მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის განუყოფელი ატრიბუტი იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ახალი მოდელის ოფიციალური პრეზენტაცია.









