სანქციის ოდენობა ეფუძნება სალიცენზიო სისტემის დარღვევის განსაკუთრებულ სერიოზულობასა და მასშტაბს. ეს მოიცავს არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო სასამართლო გამოძიებისთვის სანქციების კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებზე. გამოძიება გრძელდება და სალიცენზიო კომიტეტი უახლოეს პერიოდში შეაფასებს სხვა შესაძლო დარღვევებს.
გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას ყოფილი გუნდი, მომდევნო სეზონში ნიდერლანდების პირველ დივიზიონში იასპარეზებს.









